NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

14 ივლ 2022 ბიზნესი 325 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

13 ივლისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა“ მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტია ასევე მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით.

„მიგვაჩნია, რომ ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი თავისი საქმიანობით ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების წრის გაფართოება და ერთობლივი ძალებით მუშაობა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მოხარული ვართ, რომ „თეგეტასთან“ პარტნიორობით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

„გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაა. წლებია, რაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ – განსაკუთრებით გვეამაყება, რომ გასული წლიდან ჩვენს სერვისცენტრებში პირველი მექანიკოსი ქალები მუშაობენ და ამაში, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ“, – ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლის ივლისიდან განხორციელდება.

კომენტარები

TOP გაეროს მოსახლეობის ფონდი თეგეტა ჰოლდინგი 2022-07-14
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გაეროს მოსახლეობის ფონდი თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა

შემდეგი სტატია

კარლ ჰარცელი: ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს – ყველამ დაინახა, როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თამუნა 10 მაი 2022
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2023
თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო  ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

თამუნა 17 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge