NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ 3 ქართველი სტუდენტი გააგრძელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ 3 ქართველი სტუდენტი გააგრძელებს

13 ივლ 2022 ბიზნესი 202 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

13 ივლისი, 2022- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე 9 წელია, ბანკი
„Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს
შესაძლებლობას აძლევს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო
პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ. 2022-2023 სასწავლო წლის
გამარჯვებული სტიპენდიანტები უკვე ცნობილია, ესენია: ფიქრია ელიზარაშვილი,
თამარ ჯაფარიძე და ირმა მათოშვილი.
ფიქრია სამაგისტრო პროგრამას ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით Strathclyde-ის
უნივერსიტეტში დაეუფლება; თამარი King’s  College London-ში, ეკონომიკისა და
საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას, ხოლო
ირმა სწავლას Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მასპინძლობის,
ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო
უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების
უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის /
თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა
მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი
ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.
„“Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც
სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე გაერთიანებულ სამეფოში სურთ.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20 ქართველ სტუდენტს მიეცა
შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის
საუკეთესო სასწავლებლებში. სულ მალე კი, ამ რიცხვს კიდევ 3 სტუდენტი
შეუერთდება. “Chevening”-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ
უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, პროგრამის
დასრულების შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ისევ საკუთარ ქვეყანას და მათი
პროფესიული სფეროს განვითარებას მოახმარონ კორპორაციული სოციალური

პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა
პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა
განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე“, – განაცხადა საქართველოს
ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი
შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს:
https://www.chevening.org/scholarship/georgia/
ინფორმაციისთვის, „Chevening“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა,
რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი
სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და
დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც
სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან
უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება
სასურველი მიმართულებით. „Chevening“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან,
რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ
ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

კომენტარები

2022-07-13
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაშაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ “ქართულ ოცნებას” დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში

შემდეგი სტატია

გარემოვაჭრეები ბათუმის პლაჟზე (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

თიბისის მხარდაჭერით, ბესტი ჯგუფი ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების  ქარხანას აშენებს

თიბისის მხარდაჭერით, ბესტი ჯგუფი ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანას აშენებს

თამუნა 14 ნოე 2022
საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

თამუნა 22 დეკ 2020
თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში მხოლოდ 5 ლარად სთავაზობს   

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში მხოლოდ 5 ლარად სთავაზობს  

20 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge