NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნუგზარ წიკლაური: ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას

ნუგზარ წიკლაური: ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას

13 ივლ 2022 პოლიტიკა 393 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ოჯახის კარი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეებში ანტიდასავლურ, ორგანიზებულ კამპანიას ვხედავთ, რომლის ერთადერთი მიზანია ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსა და პოლიტიკური ოპოზიციისაგან.

„მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ სანქციების შიშით წერამ აიტანა. ბოლო დღეებში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ამოფრქვევას, რომელთა მოტივია პატრონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ. ამ კამპანიაში ჩართულია ყველა: დეპუტატები, საკრებულოს წევრები, მინისტრები და თვით პრემიერ-მინისტრი. ორგანიზებული კამპანიის ერთადერთი მიზანია ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, აშშ-სგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსა და პოლიტიკური ოპოზიციისაგან. ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „გაზპრომის“ მეწილე, ევტუშენკოვის მეგობარი ივანიშვილი სინამდვილეში არ არის ოლიგარქი და ყველაფერი მითიური მტრების გამოგონილია. წერილის ავტორების საზრუნავი მხოლოდ ბიძინას ფულია, რისთვისაც მზად არიან საქართველოს ეროვნული ინტერესები გადაააყოლონ.

„ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე უფრო ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, როდესაც ომის დაწყებაში ბრალს და ამის მცდელობა ბრალს სდებენ როგორც აშშ-ს, ასევე მთელს ევროკავშირს და ევროპელ დეპუტატებს. თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა სწორედ ამ კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს და სრულ მორჩილებას უცხადებს ოლიგარქს. ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ანადგურებს საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ოჯახის კარი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი ქვეყნისათვის. ერთადერთი ადამიანი გვაშორებს ჩვენს მიზანს, ერთადერთი კაცი უხურავს ქართველებს ევროპის კარს, ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მხოლოდ ის დგას საქართველოსა და ევროპას შორის“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

ნუგზარ წიკლაური 2022-07-13
ნინო ჩხეიძე
Tags ნუგზარ წიკლაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვოლტი ახალ B2B სერვისს -Wolt Drive-ს ნერგავს

შემდეგი სტატია

ალუდა ღუდუშაური: რიგგარეშე სხდომა იქნება საცირკო წარმოდგენა – ჩვენ მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ

მსგავსი სტატიები

თუ დამატებით, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია – ქადაგიძის დაკითხვა დასრულდა

თუ დამატებით, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია – ქადაგიძის დაკითხვა დასრულდა

07 მარ 2019
შალვა ნათელაშვილი: „ლელოს“ დაღუპავს დავით უსუფაშვილი. ახლაც კავშირზეა ივანიშვილთან

შალვა ნათელაშვილი: „ლელოს“ დაღუპავს დავით უსუფაშვილი. ახლაც კავშირზეა ივანიშვილთან

ნინო ჩხეიძე 25 აგვ 2022
არამიზნობრივი ხარჯები აფხაზეთის მთავრობაში – უწყება აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება

არამიზნობრივი ხარჯები აფხაზეთის მთავრობაში – უწყება აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება

13 თებ 2019

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge