როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ევროპულ პერსპექტივას.
„ამ შანსის ხელიდან გაშვება კი იმას უდრის, რომ ბოიკოტს ევროპულ პერსპექტივას უცხადებ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ამ პროცესში არმონაწილეობით დისკრედიტაციას უკეთებენ 12-პუნქტიან რეკომენდაციას.
ჩვენ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ “ქართული ოცნება” დოკუმენტს მოამზადებდა, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმის სიტუაციური ანალიზი იქნებოდა. 200-გვერდიანი დოკუმენტი წარმოდგენილია, სადაც ასახულია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღევანდელ დღემდე. მასში საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი დოკუმენტი – ჩვენ და “მოქალაქეებმა” წარმოვადგინეთ დოკუმენტი. “ლელო”-მ არათუ დოკუმენტი წარმოადგინა, შეხვედრაზეც არ მოვიდნენ. არ ვიცი, ოპონენტები რას გულისხმობენ მოჩვენებით პროცესში, მათთვის რა არის გამოწვევა. ამაზე ვერბალურად კი არ უნდა ვისაუბროთ, დოკუმენტები უნდა დადონ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები