NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კარლ ჰარცელი: განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

კარლ ჰარცელი: განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

10 ივლ 2022 პოლიტიკა 502 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იქონია თუ არა გავლენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

როგორც კარცელი განმარტავს, ევროკავშირი ორივე შემთხვევაში ითხოვს, რომ სათანადო სამართლებრივი პროცესი განხორციელდეს.

“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არ აყალიბებს საკუთარ პოზიციას რომელიმე ამ ცალკეული საქმის მიმართ. რასაც ორივე შემთხვევაში ვითხოვთ ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ დავინახოთ სათანადო სამართლებრივი პროცესი. ამავდროულად, ეს ორი საქმე ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ძალისხმევა გაეძლიერებინა. ეს ასევე ასახულია ევროკომისიის პრიორიტეტებში. რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, უკვე მრავალი თვეა განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რასაც ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, რომ მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა. იგივე პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული ნიკა გვარამიაზეც“,- აღნიშნავს ჰარცელი.

რაც შეეხება მედიაგარემოს, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული.

“ჩვენ ვსწავლობთ სიტუაციას მედიის თვალსაზრისით და გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში მედიაგარემო ბოლო დროს დამატებითი სტრესის ქვეშ არის მოქცეული. ასევე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული საკმაოდ კრიტიკული აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ეს ევროკომისიის მიერ დადგენილ პრიორიტეტებშიც არის მოცემული”,- აღნიშნავს ჰარცელი.

კომენტარები

TOP კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილი 2022-07-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში ქაოსი, არეულობა, ომი უნდა რუსეთს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს, ნამდვილად დავეთანხმები ამაში

შემდეგი სტატია

იმერელი ბებია, რომლის ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

მზად ვარ დებატებში ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით

მზად ვარ დებატებში ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით

ირაკლი შალიკაშვილი 03 ოქტ 2019
ოთარ ფარცხალაძე: ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება…

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება…

ნინო ჩხეიძე 15 სექ 2023
მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა – ამის გადახედვას და ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს

მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა – ამის გადახედვას და ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს

ირაკლი შალიკაშვილი 19 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge