NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»bpn.ge: როგორი რეიტინგი აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება

bpn.ge: როგორი რეიტინგი აქვს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება

09 ივლ 2022 ბიზნესი 351 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც საერთოდ არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მიიჩნევს, რომ Credit Suisse-სთან დაკავშირებული ფაქტები ანგრევს შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მის იმიჯს.

როგორია შვეიცარიის საკრედიტო რეიტინგი? წლებია, მსოფლიოს ლიდერი სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს უმაღლესი ნიშნით (AAA) აფასებს, რაც გულისხმობს დეფოლტის რისკის ყველაზე დაბალ დონეს. ეს რეიტინგი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანასური ვალდებულებების გადახდის განსაკუთრებულად ძლიერი შესაძლებლობები აქვთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომავლო მოვლენებმა.

რაც შეეხება უშუალოდ წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse Group AG-ს, მისმა რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ Fitch-მა დაწია (იყო A- და გახდა BBB+), შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Standar & Poor’s-მაც შეამცირა (იყო BBB+ და გახდა BBB), პერსპექტივა კი უარყოფითიდან სტაბილურისკენ შეიცვალა.

რეიტინგის შემცირებას წინ რამდენიმე სკანდალი უძღოდა, დაქვეითებამ კი კიდევ უფრო გაზარდა დაშორება მის ყველაზე დიდ შვეიცარიელ კონკურენტ UBSG-სთან, რომელსაც Standard & Poor’s-ისგან A- რეიტინგი და სტაბილურობის პერსპექტივა, ხოლო Fitch-ისგან A+ რეიტინგი და ასევე სტაბილურობის პერსპექტივა აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან $400 მილიონამდე დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც.

მილიარდერის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

წყარო

კომენტარები

Credit Suisse TOP ბიძინა ივანიშვილი 2022-07-09
ნინო ჩხეიძე
Tags Credit Suisse TOP ბიძინა ივანიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამერიკის მხარდაჭერას ვაფასებთ! ერთად მივიდეთ გამარჯვებამდე!

შემდეგი სტატია

Coldplay-მ ვარშავაში ოკეან ელზის სიმღერა “обійми” შეასრულა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა

სოსო ელისაშვილი 10 ოქტ 2018
თიბისის მობაილ და ინტერენტბანკს  უსაფრთხოების დამატებითი მეთოდები ემატება

თიბისის მობაილ და ინტერენტბანკს უსაფრთხოების დამატებითი მეთოდები ემატება

თამუნა 22 მარ 2021
თურნავა: ეკონომიკური თვალსაზრისით წლევანდელი, საკმაოდ კარგი მიღწევების მიუხედავად, „მინისტრის საათის“ ფორმატში ძირითად აქცენტს პრობლემებზე გავაკეთებ

თურნავა: ეკონომიკური თვალსაზრისით წლევანდელი, საკმაოდ კარგი მიღწევების მიუხედავად, „მინისტრის საათის“ ფორმატში ძირითად აქცენტს პრობლემებზე გავაკეთებ

ირაკლი შალიკაშვილი 16 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge