NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

08 ივლ 2022 საინტერესო 613 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი.

როგორც ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, საქართველოს მთავრობას შეუძლია რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს.

„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად, მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“, – განაცხადა შაჰინმა.

სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში „არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე“.

„ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

TOP კანდიდატის სტატუსი ორპარტიული მხარდაჭერა სუვერენიტეტი ტერიტორიული მთლიანობა 2022-07-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კანდიდატის სტატუსი ორპარტიული მხარდაჭერა სუვერენიტეტი ტერიტორიული მთლიანობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“უნებურად ვხდებით საომარი მოქმედებების მონაწილე” – მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი

შემდეგი სტატია

ვლადიმერ პუტინი: რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია

მსგავსი სტატიები

10 მიზეზი თუ რატომ არის ლაპლანდია ყველაზე ლამაზი ადგილი ახალი წლის აღსანიშნავად

13 დეკ 2017

Edited at 17.01.2021 – Citation maker

25 აპრ 2021

Just where Can I Satisfy Gorgeous Women of all ages? – Great Places in order to meet New People

ნაგულისხმევად საიტისათვის 04 იან 2021

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge