NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია მეზვრიშვილი: დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ…

ნათია მეზვრიშვილი: დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ…

06 ივლ 2022 პოლიტიკა 145 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით – კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მიაღწიონ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას და რეფორმების გატარების გზით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოიპოვოს.

„მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მივაღწიოთ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას და რეალური რეფორმების გატარების გზით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით – კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც გახლავთ მათ შორის რუსთაველზე გამოსული ათიათასობით მოქალაქის მიზანი. მადლობა პირველ რიგში ხალხს, ყველას ვინც ხელი შეუწყო მოქალაქეების ნების გამოხატვას, მათ შორის ორგანიზატორებს, ახლა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის ურყევი ნება უნდა აღასრულოს. დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თუ ერთიანობის ძალა არ შეგვწევს, კომპრომისის უნარი მაინც გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობას მიიღებს ყველა პროცესში, რომელიც ევროკავშირის ყველა პირობის რეალური შესრულების მიზანს მოემსახურება.

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის მიმართ ნდობა მინიმალურია, კომპრომისი არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ. ამას ვაცხადებთ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლარიზაციის წყარო. პირიქით, ყველა რესურსი გამოვიყენეთ საკრებულოებში, რათა პარტიების ყურადღება დაპირისპირებიდან მოქალაქეების ინტერესებზე გადაგვეტანა. ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დეპოლარიზაციასთან ერთად, საჭიროა, ევროკავშირის ყველა პირობის რეალური შესრულება, რაც კომპრომისებს, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან მოითხოვს, ხოლო დეპოლარიზაცია არა ფორმატების შექმნით, არამედ რეალური ნაბიჯებით მიიღწევა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია „ოცნების“ მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი საშუალება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ქუჩაში გამოსული საქართველოს ათიათასობით მოქალაქის მიზნის მისაღწევად და ამავდროულად არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ეს ფორმატები მხოლოდ ფასადურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც განაცხადის გაკეთების დღესვე ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ ერთიანობის ინიციატივით გამოვედით. პირველი, ვინც 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის პირობების რეალურ შესრულებაზე.

სამწუხაროდ, „ოცნებისგან“ პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას შეუერთდა. თუმცა, ამას დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ყველა პროცესში ვიყოთ საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესების სადარაჯოზე. მონაწილეობას მივიღებთ ყველა პროცესში (ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული), რაც დეოლიგარქიზაციამდე და უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟამდე მიგვიყვანს. ამასთან, „ოცნების“ მიმართ მინიმალური ნდობის პირობებში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარები

ნათია მეზვრიშვილი 2022-07-06
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: ,,ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არავინ არის საქართველოში

შემდეგი სტატია

დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

მსგავსი სტატიები

გახარია: „დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ“

27 სექ 2018
პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2020
უსუფაშვილი: მსოფლიოში რომ არსებობდეს კვლევა ყველაზე არაპროგნოზირებადი მთავრობის გამოსავლენად, ივანიშვილის მთავრობა პირველ ადგილს დაიკავებდა

უსუფაშვილი: მსოფლიოში რომ არსებობდეს კვლევა ყველაზე არაპროგნოზირებადი მთავრობის გამოსავლენად, ივანიშვილის მთავრობა პირველ ადგილს დაიკავებდა

ირაკლი შალიკაშვილი 11 იან 2022

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge