NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

“სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

06 ივლ 2022 ახალი ამბები 109 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
სახალხო დამცველი “ალტ-ინფოს” ბაზაზე დაფუძნებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ითხოვს. ომბუდსმენმა სარჩელი მოამზადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

“5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას” – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ამ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა განცხადება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებები, ამ შემთხვევაში, ორად იყოფა, ერთი ნაწილი თვლის, რომ ომბუდსმენი, რომელიც  ადამიანის უფლებების გაფართოებაზე უნდა ზრუნავდეს მას კონსტიტუციით ზღუდავს, ხოლო მორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელთა ქმედებებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაარეგულიროს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად მიუღებელი საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარემ ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

“სამარცხვინოა, როცა სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად და აი, ამ სახელმწიფო სისტემისგან შეზღუდვას ითხოვს თავისი შინაარსით და ამას “აპრავებს” იმით, რომ პრორუსების და ვიღაცეების შეზღუდვას ითხოვს. საბოლოო ჯამში იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები იმას შეეხება ვისაც არ უნდა შეეხოს არასოდეს და სრულიად დაუსაბუთებლად გააძლიერებს სისტემის უფლებამოსილებას. უცნაურია, რომ სახალხო დამცველის პოზიციიდან აკეთებს თან ამას,”-აცხადებს იაგო ხვიჩია.

გასხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრს პაატა მანჯგალაძეს. მისი განცხადებით, ეს ე.წ. ჯგუფი არის რუსეთის მიერ მართული და მათი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები უნდა იყოს შეზღუდული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს რამდენად კონსტიტუციის შესაბამისია ის ქმედება, რომელსაც აკეთებს ეს ჯგუფი, ნერგავს სიძულვილს, ახალისებს შუღლს. ეს ჯგუფი მე არ მგონია უბრალოდ შეცდომაში მყოფი ადამიანები,”-აცხადებს მანჯგალაძე

კომენტარები

2022-07-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

500 მილიონი ლარის ინვესტიცია, 3 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და უნიკალური სპა-კურორტი – როგორია წყალტუბოს აღდგენის მთავრობისეული გეგმა

შემდეგი სტატია

„გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

მსგავსი სტატიები

ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

14 სექ 2018
5 მაისის დონორთა კონფერენცია უკრაინის ევროპული „მარშალის გეგმის“ ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს

5 მაისის დონორთა კონფერენცია უკრაინის ევროპული „მარშალის გეგმის“ ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს

ირაკლი შალიკაშვილი 05 მაი 2022
პოლონეთის საგარეო უწყება საბჭოთა სპეცსამსახურების კადრებისგან გაწმინდეს

პოლონეთის საგარეო უწყება საბჭოთა სპეცსამსახურების კადრებისგან გაწმინდეს

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge