NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

06 ივლ 2022 პოლიტიკა 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერშიც პოლიტიკური იქნება და წინასწარ გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო, თუმცა შეგვიძლია, საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს ჩვენ ამ სახით ვერ შევცვლით და არც შევცვლით. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ. მე იმის თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს, მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა.

„გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, მაგრამ საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც აქამდე არ მომხდარა. ქვეყანა იბრძოდა წლების განმავლობაში და დღეს ოფიციალურად მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს მიუხედავად გეოგრაფიული ფაქტორისა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ასპექტი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ. ეს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს სათანადოდ. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ვიმოქმედოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ზუსტად ამ სტანდარტების შესაბამისად შესრულდება 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ევროკავშირზეა დამოკიდებული, როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ევროკავშირი რომ იღებდეს ექსპერტულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას აქვე ვაძლევთ პირობას, რომ 12-ვე პუნქტი ისე შესრულდება, ობიექტური შემფასებელი აუცილებლად მოგვანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ევროკავშირი ირაკლი კობახიძე ომი 2022-07-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროკავშირი ირაკლი კობახიძე ომი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

მსგავსი სტატიები

დეკანოიძე: ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური რეპრესიების ღია მაგალითი

დეკანოიძე: ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური რეპრესიების ღია მაგალითი

ირაკლი შალიკაშვილი 17 თებ 2022
შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ

შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ

ნინო ჩხეიძე 26 ივნ 2022
პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განხორციელდა

პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განხორციელდა

ირაკლი შალიკაშვილი 02 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge