NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

06 ივლ 2022 პოლიტიკა 144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება – ჩვენ კონკრეტული გეგმით, კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალით მივალთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თუ ოპოზიციის გეგმაზე ხელისუფლება უარს განაცხადებს, ნათელი გახდება, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რაღაც რუტინულ პროცესში შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმაა.

„ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლების წინაშე და ეს წინადადებები იქნება მოტივირებული არა დროის გაწელვით, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ეს უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო კანონი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას შეუძლია დღესვე გააკეთოს. ამაზე თუ უარი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რაღაც რუტინულ პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმა. პოლარიზაცია არის დასასრულებელი და პოლიტიკურ დევნასთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციის გზაზე. მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცხადებთ, რომ არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ასევე არავინაა ისეთი მიამიტი, რომ ვერ გრძნობდეს, რა სურს ხელისუფლებას – რეალურად ნაბიჯების გადადგმა სურს, თუ უბრალოდ პროცესების ისე გაწელვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაბუნდოვანდეს და მიუღწეველი გახდეს“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების კონკრეტული გეგმა 1-ელ ივლისს წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას უზრუნველყოფსმ და ოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად

კომენტარები

2022-07-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

შემდეგი სტატია

ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

მსგავსი სტატიები

„თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ“

„თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ“

18 ივლ 2018
პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

17 ივლ 2018
ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ“

ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ“

16 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge