NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

06 ივლ 2022 პოლიტიკა 207 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, „ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ“.

ვოლსკიმ ასევე ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კითხვაზე, თუ ვინ მოუწოდებს საქართველოს ომში ჩართვისკენ, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„პირველი დღიდან, ომში ჩართულობის თემაზე კაცი არ დარჩა რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც ამ თემაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის განცხადებები, რომელიც ეხებოდა ომში ჩართულობას, ოფიციალური ორგანიზებით, მოხალისეების გაგზავნით და საერთოდ, ეს თემა აიღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუხლად უკრაინელებმა, როცა ელჩი თავისი თანამდებობიდან გაიწვიეს. ეს მოხდა, ამას ვერავინ უარყოფს. გარდა ამისა, ყოველდღიურად იყო შეხსენება, რომ სწორედ დროა, კარგი ამინდია, რომ დაქოქოთ თქვენი ტანკები და წახვიდეთ, მათ ომის თავი არ აქვთ, ჩვენ ომი გვინდა, თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო და უამრავი სხვა განცხადება არსებობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მოდიოდა თუ არა მსგავსი მოწოდებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, განაცხადა, რომ არა.

„ასეთი პირდაპირი მოწოდებები არ ყოფილა და რა მოწოდებებიც იყო, ისიც გითხარით. ხელისუფლების ცვლილების და რევოლუციური პროცესის განვითარების მიზანი მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ სწორედ ეს არის, შეიცვალოს ხელისუფლება და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, ვინც ამას განახორციელებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ჩათვალონ მათი მხრიდან კომპრომისებზე წასვლა, ვოლსკი პასუხობს, რომ ეს „ფანტაზიის სფეროდანაა“.

„იმდენად ისეთია, ფანტაზიის სფეროდანაა, ამაზე დროს არ დავკარგავდი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით. ელემენტარული საკითხია, უნდა დაჯდე, ისაუბრო და საკანონმდებლო მუშაობა განახორციელო 11-ვე მუხლთან დაკავშირებით, მთავარი – დეპოლარიზაცია მოხდეს, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს და როგორც პარლამენტის რეჟიმს შეესაბამება, მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომელთაც შემდეგ წლის ბოლოს წარადგენ და შეფასებას დაელოდო. მთავარია, ასეთი იქნეს მიღებული, შემდეგ შეფასებული ქართული საზოგადოების და შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მაგალითად, ავიღოთ დეოლიგარქიზაცია. ფანტასტიკის სფეროდან იმიტომ მგონია რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა, მათი მთავარი თემა, მთავარი შეტევის ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი… რაში სჭირდება მმართველობაში ჩართული რომ იყოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რამე ყოველდღიურ შეცდომებს უშვებს ისეთს, რომ აუცილებლად ხელით ტარება სჭირდება, კომპეტენცია აკლია, ავტორიტეტი აკლია თუ დაფასება? ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. საფრანგეთის ყველაზე მაღალი ორდენი მიიღო ამისათვის, ანუ საფრანგეთში დაფასდა მისი წვლილი, ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი გია ვოლსკი 2022-07-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი გია ვოლსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

შემდეგი სტატია

მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

მსგავსი სტატიები

„სიის შედგენა არ არის საფუძველი იმისა, რომ ხელმძღვანელის გადადგომაზე ვისაუბროთ“

09 ოქტ 2017
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია-კანადის პარლამენტი მაგნიტსკის სიის გაფართოებას ითხოვს

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია-კანადის პარლამენტი მაგნიტსკის სიის გაფართოებას ითხოვს

30 იან 2019

15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge