NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

„გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

06 ივლ 2022 ბიზნესი 267 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

6 ივლისი, 2022- „გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით
პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის
ჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „კაპიტალის ბაზრის
მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება. პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში
კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი
ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას
დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.
პროგრამის მომდევნო ეტაპზე კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად
12 სხვადასხვა სექტორიდან 21 მოწინავე კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 10-მდე
გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა.
პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის
მოცულობა 800-900 მილიონი ლარია. რამაც შესაძლოა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე
არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ₾520 მილიონიდან ₾1.3-1.4 მილიარდამდე
გაზარდოს.
პროექტის მომდევნო ეტაპი კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის დანერგვას
ითვალისწინებს. კონკრეტულად, პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და
წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის
ათვისებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანიები ფასიანი
ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებით
ისარგებლებენ.
“მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა
შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი
მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. პროექტით დაინტერესებულთა რიცხვმა
მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა, რომ მონაწილეობის სურვილი 12 სხვადასხვა
სექტორის 21-მა მოწინავე კომპანიამ გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის
მხარდაჭერით, წარმატებული ემისიის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე
შესაძლოა 15 ახალი ემიტენტი გამოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა
საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის
მდგომარეობით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ჯამში 12 კორპორატიული ემიტენტი
იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის

ბაზარზე პირველი მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მიზნობრიობის
ობლიგაციების გამოშვებას. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს
საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას,
ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ
თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cms.org.ge/en/about-project

კომენტარები

2022-07-06
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

შემდეგი სტატია

რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

მსგავსი სტატიები

თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თამუნა 01 ნოე 2022
ოთო აბესაძე: მოასწარით და შეიძინეთ უძრავი ქონება… 1 კვ მეტრი 900-1000 USD სასაცილო ფასი გახდება

ოთო აბესაძე: მოასწარით და შეიძინეთ უძრავი ქონება… 1 კვ მეტრი 900-1000 USD სასაცილო ფასი გახდება

ნინო ჩხეიძე 15 იან 2023
საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

თამუნა 16 მარ 2021

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge