NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

05 ივლ 2022 პოლიტიკა 156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ უარყოფს, რომ “ენჯეოებსა” და პოლიტიკას შორი ზღვარი ნაწილობრივ წაშლილია.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სჯობს პოლიტიზირებული არასამთავრობოები პოლიტიკოსები გახდნენ და თქვან, რომ დამოკიდებულება შეიცვალეს.

“ჩემი აზრით, პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, იმიტომ, რომ ასე დარჩენა, იყო თან პოლიტიკაში და გერქვას, რომ მე არასამთავრობო ვარ, ანუ რაღაც სხვა ვარ, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ერევი – ეს შეუსაბამობაა. მათ მოვუწოდებ ამის აღიარებისკენ და იმის თქმისკენ, რომ შეიცვალეს დამოკიდებულება და ახლა აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობენ. ამაში არაფერია სამარცხვინო და ცუდი, ცუდი და საძრახი საქციელია ტყუილი, როდესაც რაღაცაში ხარ და ამბობ არ ვარო, ამიტომ ეს მერე პრობლემა იქნება, ვინც არ უნდა თქვას,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

“მოქალაქეების” წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ცოტა უცნაურია, როდესაც პოლიტიკური მოთხოვნების ავანგარდში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გვევლინებიან და მათ პოლიტიკისგან მეტ დისტანცირებას ურჩევს.

“მეტი სიფრთხილე მართებთ, როდესაც პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებენ და ვფიქრობ, მეტი დისტანცია უნდა დაიჭირონ პოლიტიკური პროცესისგან. საექსპერტო აზრი მნიშვნელოვანია, ისინი უნდა იყვნენ ყველა პროცესში ჩართული, მაგრამ როცა პოლიტიკურ მოთხოვნებს შეეხება, პოლიტიკური მოთხოვნების ავანგარდში ცოტა უცნაურია, როცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები გვევლინებიან და მერე ეს არის ძალიან მძლავრი არგუმენტი ხელისუფლების ხელში, რომ არასამთავრობო სექტორს მაგალითად კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები უწოდოს. მე ამ მოწოდებას არ ვიზიარებ, თუმცა მათ ვთხოვდი, მოვუწოდებდი, რომ ცოტა მეტი დისტანცირება დაიჭირონ პოლიტიკისგან და თუ პოლიტიკა აინტერესებთ, მაშინ გადმოვიდნენ პოლიტიკაში,” – თქვა იოსელიანმა

კომენტარები

იაგო ხვიჩია 2022-07-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მანჯგალაძე: პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

შემდეგი სტატია

თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

„არ არის მისაღები საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა“

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
თუ მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

თუ მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2021
დაპირისპირება საჯარო დამცირებაში გადაიზარდა

დაპირისპირება საჯარო დამცირებაში გადაიზარდა

17 იან 2019

უახლესი ამბები

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge