შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, მხარს დაუჭერს უკრაინის ღია კარის პოლიტიკას.
ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შვედეთი არ ლობირებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ვიდრე ის თავად არ გახდება სრულუფლებიანი წევრი.
„მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ გავხდებით წევრი, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას“, – თქვა ანდერსონმა.
ცნობისთვის, 29 ივნისს ნატო-ს წევრმა 30 ქვეყნის ლიდერებმა ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში გასაწევრიანებლად.
ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების ოქმს 5 ივლისს მოეწერება ხელი.
კომენტარები