NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

05 ივლ 2022 პოლიტიკა 202 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს. არ გვჭირდება ჩვენ ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა”. ჩვენ დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას და როდის უბრძანებს საკუთარ ხელქვეითებს, შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებში, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება, მათ შორის საუბარია „ივანიშვილის ჩამოცილებაზე”.

„ქართული ოცნების” მხრიდან არაერთ განცხადებას ვისმენთ, რომლის მთავარი შინაარსიც არის ის, თუ როგორ შეიძლება დრო გაწელონ დეკემბრის ბოლომდე. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვისარგებლოთ, კვლავ გამოიყენონ ის „ტრიუკები”, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. გვთავაზობენ სასაცილო გეგმას, თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, არ უნდა გააპროტესტო, მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ, ისინი გაგინებენ, ვიღაც ხისთავა დეპუტატი რომ იყო და იგინებოდა- ამით გამოდის, რომ მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე, ჩვენ ხელჩამოშვებულები უნდა გავჩერდეთ და ამას უწოდებენ დეპოლარიზაციას. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა, 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას და არავითარი რიგითობა აქ არ არსებობს. არის საკითხები, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში. ჩვენ, შევთავაზებთ ჩვენ გეგმას, ამ გეგმის შინაარს მალე გაიგებთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, უამრავი საკითხია, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას დროულად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნება. ამიტომ, მისივე განმარტებით, ყოველგვარი კომისიის შექმნის გარეშეც შესაძლებელია რამდენიმე პუნქტის შესრულება იმ 12 პუნქტიდან, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

„ბიუროკრატების ძალიან კარგი გამოთქმაა, თუ გინდა, რომ საქმე არ გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი. არ მოვტყუვდებით მეორეჯერ”, – აცხადებს გოცირიძე.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი რომან გოცირიძე 2022-07-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი რომან გოცირიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა

შემდეგი სტატია

რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად

მსგავსი სტატიები

უკრაინელებმა მკაფიოდ გამოხატეს, რომ პუტინის ნებას არ დაემორჩილებიან

უკრაინელებმა მკაფიოდ გამოხატეს, რომ პუტინის ნებას არ დაემორჩილებიან

ირაკლი შალიკაშვილი 07 აპრ 2022
რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  “რეფერენდუმისგან”

რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა “რეფერენდუმისგან”

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2022
TBC-ის წინააღმდეგ ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს გახარია, სების პრეზიდენტი, „ოცნების“ PR ჯგუფი, ყანდიაშვილი – აბესაძე მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს

TBC-ის წინააღმდეგ ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს გახარია, სების პრეზიდენტი, „ოცნების“ PR ჯგუფი, ყანდიაშვილი – აბესაძე მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს

11 მარ 2019

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge