NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

04 ივლ 2022 ბიზნესი 116 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით
ეტაპს იწყებს. კონკურსის ფარგლებში წელს 111 განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6
ფინალისტი გუნდი შეარჩია. ექვსივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი
გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის
განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის მარკეტინგი, კომუნიკაცია,
ფინანსები, იურიდიული საკითხები და გარდა ამისა, ინდივიდუალურ მენტორთან ერთად, გამართავენ
ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ფინანსურ გეგმას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის.
პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ
მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის
საერთაშორისო სამიტში.
2022 წლის ფინალისტი პროექტებია:
 ახალგაზრდული სივრცე ონში ხელს შეუწყობს რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების
არაფორმალურ განათლებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, ტრენინგების,
შეხვედრების და საინტერესო პროექტების განხორციელების გზით.
 ნებულა – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მაღალი ხარისხის ციფრული
საგანმანათლებლო რესურსების წარმოებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლის სურვილის
გაღვივებას.
 Convobridge – ტექსტური მესიჯების აპლიკაცია, რომელიც AI-ს მეშვეობით ხმოვან
შეტყობინებებსა და ჟესტების ენას გარდაქმნის სუბტიტრებად სმენადაქვეითებული
ადამიანებისთვის, ხოლო ინტეგრირებული ბრაილის კლავიატურა, მხედველობადაქვეითებულ
ადამიანებს აძლევს შეტყობინებების მიღებისა და გაგაზავნის შესაძლებლობას.
 Flatmate.ge – პლატფორმა, რომელიც ბინის ქირაობის მაძიებელ ახალგაზრდებს უმარტივებს
ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით.
 Propagate Education – საგანმანათლებლო საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ეხმარება
ქართველ სტუდენტებს გაეცნონ უმაღლესი განათლების შესაძლებლობებს, როგორც
საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 Virtual Story – წიგნისა და კომპიუტერული თამაშის ჰიბრიდი, რომელიც დაფუძნებულია
სხვადასხვა ლიტერატურულ შედევრზე და აუდიო-ვიზუალური ელემენტებით სახალისოს და
საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე
ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური
მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი
ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს
იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად
წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო
და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ
ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული
გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა
გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ
გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

2022-07-04
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

შემდეგი სტატია

კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი  მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

თამუნა 13 ოქტ 2021
“მოკლევადიან პერიოდში საპენსიო ფონდის მოგება შეიძლება შემცირდეს, ან წაგებაზე გავიდეს”

“მოკლევადიან პერიოდში საპენსიო ფონდის მოგება შეიძლება შემცირდეს, ან წაგებაზე გავიდეს”

ნინო ჩხეიძე 27 ივნ 2022
თიბისის ბანკმა  ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისის ბანკმა  ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

25 იან 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების შთამბეჭდავი ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge