მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ ტაქტიკურად, “რაც დღეს არ გამოვიდა, შესაძლოა, ხვალ გამოვიდეს”.
“მემგონი, ახლა ეს სურათია – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით, და სხვა გამოვიდა. ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი – ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში,’’ – განაცხადა ბუღაძემ.
3 ივლისის აქციის შეჯამებისას ბუღაძემ განწყობების კონტრასტულობაზეც ისაუბრა :
“დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე, საერთოდ, ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფრუსტრაციაში, ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების,’’ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ
კომენტარები