დიმიტრი სამხარაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღარ ვაპირებ დამატებითი განცხადების გაკეთებას – აცხადებს ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თანაპარტიელის მხრიდან გინებაზეც ოპონენტებს და ოპოზიციურ მედიას ახსენებს – ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენაა და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და თქვენი ტელევიზიები – ამბობს კობახიძე. მისი თქმით, ამ ფაქტს ისინი [ხელისუფლება] მუდმივად აპროტესტებდა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია:დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა გაცხადება ამასთან დაკავშირებით, მან საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ ყველაფრის მიმართ, გამოხატვის ფორმების მიმართ არის ცნობილი და ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაპელირებდით, თუმცა რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას მათ შორის ტელეეთერებში, ეს არის ნაცმოძრაობის და მისი მედიასაშულებების ერთ ერთი მთავარი პიარული ხაზი,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია
კომენტარები