Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა.
ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში
მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი
უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After
Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა.
26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-
ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს.
ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე “Незалежність” თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა,
რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ: https://www.facebook.com/watch/?v=1404602320037604
სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები – ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ
ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი
გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია „ენკენი ფილმსმა“ კი, 2 წუთში ყველა იმ
ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს
ხდის.
აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და თიბისის ინიციატივით
ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა.
ამ ეტაპზე, თიბისის მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ
საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისიმ უკრაინას Океан Ельзи-ის ცნობილ მელოდიაზე მომზადებული ვიდეორგოლი მიუძღვნა
კომენტარები