რა და როგორ უნდა გაკეთდეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად? – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს და ხელისუფლების ინიციატივას, დროის გაყვანის მცდელობად აღიქვამს.
მმართველი გუნდი კი მოუწოდებს ოპოზიციას ერთად იმუშაონ გეგმაზე, რომელიც პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დღეიდან იწყება. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის შეთავაზებას თანამშრომლობასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ბიძინა ივანიშვილიც იქნება.
“არავის მოვატყუებინებთ თავს. ეს უკვე გავიარეთ – დაპირებები, შემდეგ ამ დაპირებების შეუსრულებლობა. ახლა უნდათ შეგვითრიონ უსაგნო კამათში. ხვალვე შეუძლიათ დაიწყონ საქმის კეთება, მიიღონ თუნდაც კონსტიტუცია, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს ითვალისწინებს. დაიწყონ პირველი ნაბიჯები და არა ის, რომ ოქტომბერში თუ ნუ ნოემბერში რაღაცას გააკეთებენ. ამიტომ დღეს მიზნის მიღწევის საშუალება არის ეს პროტესტი,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
კომენტარები