NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი არ არის მისაბაძი, საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა

ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი არ არის მისაბაძი, საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა

01 ივლ 2022 ახალი ამბები 138 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფიზიკური დაპირისპირებას “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ტვ პირველის” დამფუძნებელს შორის პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

“​რაში უნდა დასჭირვებოდა ვატო წერეთელს დეპუტატებზე გალაშქრება. შენ, დეპუტატი რომ ასე იქცევი, რა მაგალითს აძლევ სხვას?! ძალადობის წახალისებაა ჩვეულებრივ,” – განცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მომხდარ ინციდენტს თავად არ შესწრებია, შესაბამისად, უჭირს შეფასება.

“ძალიან გული მწყდება რომ ამ ინციდენტს არ შევესწარი, მაგრამ რადგანაც არ შევსწრებივარ, მიჭირს მასზე საუბარი, ვაითუ ეგრე არ იყო და პირიქით ყოფილიყო, ან საერთოდ სხვა რამე ყოფილიყო. თითი როგორ დავადო ვინმეს. საქართველოს ტერიტორიაზე რომ ეჩხუბათ ალბათ უკეთესი იქნებოდა. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი ამდენი ხალხის თანდასწრებით, მე მგონი მაინც არ არის მისაბაძი. საქართველოს ტერიტორიაზე ჯობდა, თუ რამეა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

​მმართველ გუნდში კი პროვოკაციაზე საუბრობენ.

“იქ მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი. ნერვებმა უმტყუნა ადამიანს, ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. ამის ახლა ისე წარმოჩენა, რომ იქ გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და მასზე იძალადა, ეს არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ, რაც იყო რეალობა. შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, შესაბამისად, მან ვერ მოითმინა და ამ გზით დაიცვა საკუთარი ღირსება,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.

კომენტარები

2022-07-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა – გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

მსგავსი სტატიები

საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლებს ჭკვიანი შუქნიშნებიც გამოავლენს

09 ოქტ 2017

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი სარჩელით მიმართა

07 დეკ 2017
ეს არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასასშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება – გოცირიძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება

ეს არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასასშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება – გოცირიძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება

28 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge