NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების კონცერტი გაიმართა (ფოტოები)

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების კონცერტი გაიმართა (ფოტოები)

30 ივნ 2022 კულტურა 398 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების კონცერტი გაიმართა.
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლებისა და ფოლკლორის 20-მდე ნიმუში შეასრულეს, მათ შორის,„ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ ჩაკრულო“, ,,ლილე” , ,,ოდოია”, ,,წმიდაო ღმერთო” და სხვ.
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სოლისტებმა: იანო ალიბეგაშვილმა, ქეთევან ქართველიშვილმა და გიორგი ცაგარელმა.
კონცერტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი ლალი თარიმანიშვილი და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე დაესწრნენ.
სიქსტის კაპელის შემდეგ, ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარში შესრულდება; 29 ივნისს, რომის პაპის, ფრანცისკეს მიერ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი საზეიმო მესის შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი შეასრულებს მის მიერვე შექმნილ ,,ავე მარიას”.
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიულ მოვლენას საფუძველი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.
ვიზიტის ორგანიზებასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ვატიკანში საქართველოს საელჩოსა და ქალბატონ ელჩს, ქეთევან ბაგრატიონს; ფონდს „ქართული გალობა“ და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა გოთუას; საქართველოში ვატიკანის წმინდა საყდრის ელჩს, მის აღმატებულებას, ჟოზე აველინო ბეტანკურს; კომპანიას „სამოსელი პირველი“ და სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატს, ოთარ ჩიბირაშვილს.

კომენტარები

TOP კულტურის სამინისტრო 2022-06-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კულტურის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად

შემდეგი სტატია

სუბარი: როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ბუნებრივია, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს

მსგავსი სტატიები

დემნა: მხოლოდ იმიტომ რომ ახლახანს ჩვენი ოტ კუტიურ კაბა 350 000 ევროდ გაიყიდა, არ ნიშნავს, რომ …

დემნა: მხოლოდ იმიტომ რომ ახლახანს ჩვენი ოტ კუტიურ კაბა 350 000 ევროდ გაიყიდა, არ ნიშნავს, რომ …

ნინო ჩხეიძე 05 თებ 2022
მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2022
ბებო

ბებო

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2021

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge