NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

30 ივნ 2022 ბიზნესი 213 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია – ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს სრულად ფარავს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ დაგროვილი წყლით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.

რაც შეეხება იმპორტს – იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება. ზოგადად იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი.

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.

იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე

კომენტარები

დავით ნარმანია ელექტროენერგია 2022-06-30
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დავით ნარმანია ელექტროენერგია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

შემდეგი სტატია

ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

მსგავსი სტატიები

თიბისის სტარტაპერი – 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

თიბისის სტარტაპერი – 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

თამუნა 29 მარ 2022
გალტ ენდ თაგარტმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები კვლავ წარმატებით განათავსა

გალტ ენდ თაგარტმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები კვლავ წარმატებით განათავსა

თამუნა 03 სექ 2020
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დამონტაჟა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დამონტაჟა

თამუნა 27 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge