NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»უკრაინის თავდაცვის უწყება: უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად 95 “აზოვსტალის” დამცველი დაიბრუნა, მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა

უკრაინის თავდაცვის უწყება: უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად 95 “აზოვსტალის” დამცველი დაიბრუნა, მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა

29 ივნ 2022 მსოფლიო 258 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება.

“მოხდა პატიმრების მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ შორის 43 აზოვის პოლკის სამხედროა“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მედიის ცნობით, გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო მოსამსახურე, საზღვაო ძალების – 30 სამხედრო; შეიარაღებული ძალების – 28 მოსამსახურე; სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის – 17 მოსამსახურე; ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 სამხედრო; და ეროვნული პოლიციის 1 თანამშრომელი.

გათავისუფლებულებიდან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი 19 წლის.

ამავე ინფორმაციით, გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიყენებული ჭრილობები. ყველა მათგანს ახლა შესაბამის გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

“საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან ყველა უკრაინელი დამცველის დაბრუნების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ქალაქი მარიუპოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბლოკადაში მოაქციეს. უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

TOP ტყვე უკრაინის თავდაცვის უწყება 2022-06-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ტყვე უკრაინის თავდაცვის უწყება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

პირველი ფილმი სასამართლოს სკანდალების შემდეგ – ჯონი დეპი გადაღებებზე გამოჩნდა

მსგავსი სტატიები

ჯენ პსაკი: ახალი რუსი გენერლის დანიშვნა მოასწავებს, რომ …

ჯენ პსაკი: ახალი რუსი გენერლის დანიშვნა მოასწავებს, რომ …

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2022
Moscow Times: რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს

Moscow Times: რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2022
Reuters: კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდის, ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის კი – 40.6 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

Reuters: კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდის, ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის კი – 40.6 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

ნინო ჩხეიძე 20 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge