NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

29 ივნ 2022 პოლიტიკა 293 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ „დავერბოვკებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა კითხვაზე, არის თუ არა „ქართულ ოცნებაზე“ ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ის, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრები ამაზე ღიად საუბრობენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან“.

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ვერ იქნება ვერც ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლებაში მის მიერ დატოვებული ხალხი არიან.

„ეს გუნდი თავის დროზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, მეც ვარ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოსული ამ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი [კალაძე] … რომ გავყვეთ მთელ გუნდს, ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებნი ვინც არიან ყველა თავის დროზე არის, რა თქმა უნდა, მისი მოყვანილი. აბა ვისი მოყვანილი უნდა იყოს ეს გუნდი? მან დააფუძნა ეს პოლიტიკური პარტია, იყო პრემიერი, მერე იყო პარტიის თავმჯდომარე და აბა, ვის უნდა მოეყვანა ეს ხალხი? პოლიტიკიდან რომ გავიდა ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დატოვებული ხალხი უნდა წასულიყო „ქართული ოცნებიდან“ და სააკაშვილის მიერ მოყვანილი ხალხი უნდა მოსულიყო „ქართულ ოცნებაში“?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე 2022-06-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

შემდეგი სტატია

პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან

მსგავსი სტატიები

ევროპული საქართველოს“ დადგენილებაზე – ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

ევროპული საქართველოს“ დადგენილებაზე – ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს

ირაკლი შალიკაშვილი 16 სექ 2019
20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019
მიხეილ სააკაშვილი: დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში

მიხეილ სააკაშვილი: დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში

ნინო ჩხეიძე 21 სექ 2020

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge