NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას

ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას

28 ივნ 2022 პოლიტიკა 189 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

როგორც ხოშტარია განმარტავს, აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია „ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა“.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, არ დასანქცირდეს ქვეყანა და დასანქცირდეს კონკრეტულად ის პირი, რომელიც საზოგადოების საწინააღმდეგო აზრის პირობებში ქვეყანას ამ მდგომარეობაში აგდებს. სისხლიან ფულში აქვთ ხელი გასვრილი“,- აღნიშნავს ხოშტარია.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, ნიშანდობლივია იქ ფაქტი, რომ გემი 2 დღე იყო საქართველოში, ხელისუფლებამ კი მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.

“ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტზე. პირველი – გემს, რომელიც 500 კმ-ს გადის, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, იმ გარანტიის გარეშე, რომ ტვირთს მიიღებენ. პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, ყველა უწყება ამოწმებს, მათ შორის, საბაჟო, რომელიც იტყუებოდა, რომ შეხება არ ჰქონდა. სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ ტვირთი სხვაგან წაიღონ.

ნიშანდობლივია ის, რომ გემი პორტში 2 დღე იყო. ხელისუფლებამ

გემის აქ ყოფნა დაადასტურა და მაშინ დაიწყო საუბარი, როდესაც ეს ყველაფერი მედიაში გაცხადდა“,- აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. მინისტრის თქმით, საქართველოში, სანქციების გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს.

კომენტარები

დავით იაკობაშვილი ელენე ხოშტარია 2022-06-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დავით იაკობაშვილი ელენე ხოშტარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემთვის მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს – შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს

შემდეგი სტატია

გოგა ხაინდრავა: ევროპული პერსპექტივა მე ვარ, მე გავაჩინე ეს პერსპექტივა… ჩვენი ღირებულებები ვერ გაანადგურეს (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

პრემიერი: 2017 წელს საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა არაერთ გამოწვევას

19 დეკ 2017

„საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით“

20 დეკ 2017
თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

ნინო ჩხეიძე 21 იან 2021

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge