NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მაჭარაშვილი: თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

მაჭარაშვილი: თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

27 ივნ 2022 პოლიტიკა 152 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ ადამიანებს იმის განცდა არა აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია – თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სახელით ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც ამომრჩეველს არასდროს, არც ერთ არჩევნებზე აურჩევია.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს ვერასდროს დაამთხვია.

„დღეს, როცა ევროკავშირის აბსოლუტურმა ყველა ლიდერმა საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღების დასაწყისი მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა, ოპოზიციას სულ სხვა გეგმები აქვს. 12 – პუნქტიანი საკითხის ნაცვლად, საკუთარი ხუთ პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ თითქოს NGO-ს აფუძნებდნენ – ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება.

ასეთი ტიპის განცხადებები დისონანსის შეტანის მიზანს ემსახურება.

ჩვენი მხრიდან დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება ყველა იმ საკითხზე, რაც სამივე ქვეყნის მიმართ არის წაყენებული. როგორც აქამდე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, ასე გაგრძელდება მუდმივად. წინა ხელისუფლების დროს ევროინტეგრაციაზე მხოლოდ განცხადებები იყო, მაგრამ ქმედებებით მოხდა ის, რომ ჩვენს ორ რეგიონზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ასევე, ძირითადი ენერგორესურსები ოკუპანტს გადასცეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

გურამ მაჭარაშვილი 2022-06-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გურამ მაჭარაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

შემდეგი სტატია

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

მსგავსი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 31 229 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 31 229 ტესტი ჩატარდა

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2021
ვოლსკი: გაეროს დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ არის საგანგებო მნიშვნელობის

ვოლსკი: გაეროს დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ არის საგანგებო მნიშვნელობის

20 სექ 2017
2 ოქტომბრის არჩევნები, საბოლოო ჯამში, დასრულდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა

2 ოქტომბრის არჩევნები, საბოლოო ჯამში, დასრულდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 20 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge