NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

27 ივნ 2022 პოლიტიკა 200 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება – ოპოზიცია ერთი თუ ბევრი მიტინგის ანაბარა ნუ იქნება! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის აზრით, მთავრობის ცვლილება, არასტაბილურობა და “ქართულ პოლიტიკაში სხვა მომენტების შემოტანა” იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირმა მიიღო.

მისივე თქმით, მიტინგით მანიპულირება დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი არ არის.

“ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. ჩვენ გვაქვს ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, რომ რეკომენდაციები ხარისხიანად შესრულდეს.

საქართველოში მიტინგის ჩატარებას არავის უშლიან, ისევე როგორც აზრის გამოხატვას, მაგრამ არსებობს მიტინგზე უფრო მძლავრი და დიდი იარაღი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია – ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული – ეს არის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს არასოდეს არ აღიარებს, არჩევნები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ამ კონსტიტუციურ პროცესს და იმ პერსპექტივას მივყვებით, რაც ქვეყანას ევროკავშირმა გაუხსნა.

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ვერ იმარჯვებს და სწორედ მისი გეგმის ნაწილია ყველა სიტუაცია გამოყენებული იყოს დესტაბილიზაციისთვის და ესკალაციისთვის, რითაც ხელში ხელისუფლების ჩაგდება უნდათ.

საქართველოში ამაზე ათჯერ უფრო დიდი მიტინგიც ყოფილა, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ჩვენ იმ მიტინგის შემდეგ ხელისუფლების გადადგომა არ მოგვითხოვია – მიტინგის შემდეგ საარჩევნო უბანთან მივედით და ხელისუფლების ბედი გადავწყვიტეთ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს ამ დესტრუქციულ მოთხოვნებს და ყველამ თავისი პოლიტიკური გემოვნება საარჩევნო უბანთან გამოხატოს. “ქართული ოცნება” ერთადერთი ხელისუფლებაა, ვინც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

2022-06-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

შემდეგი სტატია

გიორგი ვაშაძე: ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა …

მსგავსი სტატიები

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივლ 2020
კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და არ ჩაერთნენ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც მან ოპოზიცია რამდენჯერმე შეიყვანა

კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და არ ჩაერთნენ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც მან ოპოზიცია რამდენჯერმე შეიყვანა

ირაკლი შალიკაშვილი 30 ნოე 2021
პოლიციელებისგან ძალადობა წინასწარი დაკავების იზოლატორში – საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის კრიტიკული შეფასებისგან თავს იკავებს

პოლიციელებისგან ძალადობა წინასწარი დაკავების იზოლატორში – საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის კრიტიკული შეფასებისგან თავს იკავებს

01 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

  • MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

    MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge