კემბრიჯის ჰერცოგინია შეიარაღებული ძალების საწვრთნელ აკადემიას ესტუმრა. ვიზიტი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად შედგა. ქეითმა რამდენიმე სამხედრო აქტივობაშიც მიიღო მონაწილეობა.
“დღეს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო დღეა, უილიამს და მე გვსურს პატივი მივაგოთ ყველა იმ მამაც კაცსა თუ ქალს, წარსულსა თუ აწმყოში, ვინც ჩვენს არმიას ემსახურა ზღვაზე, მიწასა და ჰაერში, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
პრინცესამ მადლობა გადაუხადა სამხედროების ოჯახებსაც გაწეული ღვაწლისთვის.
წყარო: people.com
კომენტარები