“ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება ადამიანს აჯამრთელებს, ამდიდრებს და აბრძენებს”, – ბენჯამინ ფრანკლინი. მართლაც, თუ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ჯანსაღი ჩვევებით შევავსებთ, მაშინ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
- დღეში 7 საათის განმავლობაში უნდა გეძინოთ, რათა მეტად პროდუქტიულები იყოთ და უკეთესად იაზროვნოთ.
- გაღვიძებიდან 15 წუთის განმავლობაში არ შეამოწმოთ ტელეფონი და სოციალური მედია.
- ნაცვლად ამისა, განიტვირთეთ, მოძებნეთ მშვიდი ადგილი და დრო დაუთმეთ თქვენთვის სასურველ აქტივობას, რომელიც გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ.
- აწარმოეთ ჟურნალი, სადაც თქვენი დღის აქტივოვებს მონიშნავთ.
- ივარჯიშეთ 20-45 წუთის განმავლობაში.
- მოუსმინეთ შთამაგონებელ მუსიკას, ვიდრე ვარჯიშობთ.
- მიირთვით დაბალანსებული საუზმე.
ეს დილის რიტუალი დაახლოებით 60-100 წუთს მოითხოვს, თუმცა მთელ დღეს დადებითად შეცვლის, რაც ყოველდღიური გამეორების შედეგად მთელ თქვენს ცხოვრებაზე აისახება.
წყარო: inc.com
კომენტარები