NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი – ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? – ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი – ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? – ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

25 ივნ 2022 სამართალი 418 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობამდე სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტი­ლი­კა“)დააფინანსა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმეს, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ძმებ კაკულიებს კი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმები კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს.

კომენტარები

TOP ლევან კაჭარავა 2022-06-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან კაჭარავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა მანჯგალაძე: პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან …

შემდეგი სტატია

ქეთი დოლიძე: …ამას ევროპაში თუ ვერ ხვდებიან, მაშინ კარგად იყონ! იმიტომაც ენგრევათ თავზე ის თავიანთი ევროკავშირი! აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახავთ, რაც მოუვა

მსგავსი სტატიები

„ღვინის გალერეაში” ძარცვის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა

„ღვინის გალერეაში” ძარცვის ფაქტი მეორედ დაფიქსირდა

16 ნოე 2017

სამხედრო პოლიციამ ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავა

21 აგვ 2017
ნიკა მელია სწრაფად უნდა გათავისუფლებულიყო, რათა პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ და მგონი, ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან

ნიკა მელია სწრაფად უნდა გათავისუფლებულიყო, რათა პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ და მგონი, ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან

ირაკლი შალიკაშვილი 10 მაი 2021

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge