NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხატია დეკანოიძე: ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ რაც არ მოგვწონს შევცვალოთ

ხატია დეკანოიძე: ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ რაც არ მოგვწონს შევცვალოთ

23 ივნ 2022 პოლიტიკა 417 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა მივმართო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს ვინც 20 ივნისს იყო, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს მოქალაქეებს, გადააბარონ ძალაუფლება, – განაცხადა ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.

“ჩემთვის, ამათგან განსხვავებით, ევროკავშირისკენ სვლა არ არის ძალაუფლებისკენ სვლა. ჩემთვის ჩემი სამშობლოს მომავალი, არის ზუსტად ის, რაც აღელვებდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოვიდა 20 ივნისს. ჩემთვის ეს არ არის პოლიტიკური პარტიების ჭრილში განსახილველი დაპირისპირება. ჩვენთვის ეს არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. დემოკრატია, ევროკავშირი, ევროპა, დასავლეთი, ცივილიზაცია არის ის, რაც უნდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20-ში მოვიდა. იქ ძალიან ბევრი იყო ჩემი მეგობარი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა და უჭერს მხარს, ძალიან ბევრი იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას არ უჭერს მხარს და არც დაუჭერია არასდროს, მაგრამ ამ ადამიანებს აერთიანებს ის, რომ სჭირდებათ ევროკავშირი, სჭირდებათ სტატუსი და მათ ძალიან კარგად იციან სად გადის საქართველოს მომავალი.

ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის მომავლისთვის ბრძოლა, ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ რაც არ მოგვწონს შევცვალოთ, უნდა შევძლოთ ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სადაც არის ჩანაწერი, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის კურსი არის შეუქცევადი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, არ ასრულებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს უნდა შევცვალოთ. აუცილებლად ეს ყველაფერი შეიცვლება მხოლოდ ორი რამით: პირველი ეს არის თქვენი შეუქცევადი ნება, რომ საქართველოს ადგილი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირში და ვერავითარი სხვა გეზი ამას ვერ შეცვლის და მეორე – მე პირადად ერთი ადამიანი, და კიდევ ბევრი ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, რომ ჩვენს შვილებს არასოდეს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

ხატია დეკანოიძე 2022-06-23
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ხატია დეკანოიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაიკლ გალერი: ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია

შემდეგი სტატია

ირაკლი ფავლენიშვილი: ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ნიკა გვარამიას დაკავება ბოლო წვეთი იყო

მსგავსი სტატიები

“დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი”

“დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი”

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2020
ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და საიდუმლო გარიგება პრემიერთან – ოპოზიციას წულუკიანთან შეკითხვები აქვს

ულტიმატუმით შენარჩუნებული პოსტი და საიდუმლო გარიგება პრემიერთან – ოპოზიციას წულუკიანთან შეკითხვები აქვს

News 20 მარ 2019
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge