NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრემიერი კანდიდატის სტატუსზე: სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

პრემიერი კანდიდატის სტატუსზე: სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

23 ივნ 2022 პოლიტიკა 452 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.

„ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-06-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი ვაშაძე: ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო

შემდეგი სტატია

შოთა არველაძე: ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა

მსგავსი სტატიები

გია ხუხაშვილი: ეს არის “ტოჩკა-ბანკის” ბარათი. მათ საიტზე მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ტერმინალი

გია ხუხაშვილი: ეს არის “ტოჩკა-ბანკის” ბარათი. მათ საიტზე მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ტერმინალი

ნინო ჩხეიძე 11 მაი 2023
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2020
თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება

თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება

სოსო ელისაშვილი 10 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge