NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია

ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია

23 ივნ 2022 მსოფლიო 197 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მოდით, მკაფიოდ ვთქვათ – პარტნიორობა რუსეთთან, რაც იყო 2010 წლის სტრატეგიული კონცეფციის მიზანი, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან. უარის თქმა ძალადობაზე, საზღვრების და დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა – ჩვენ ისევ და ისევ უნდა შევახსენოთ პუტინს ეს. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ როგორც არასდროს, რომ შევინარჩუნოთ კანონზე და არა ძალაზე საერთაშორისო წესრიგი”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო დახმარების სახით, ისე რეკონსტრუქციის მხრივ. შოლცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

“რუსეთი აწარმოებს უმოწყალო ომს უკრაინელი ხალხის, უდანაშაულო ქალების, კაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ეს არის ბარბაროსული დანაშაული. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენი, როგორც ევროპელი მეზობლების, როგორც კანონისა და თავისუფლების დამცველების, როგორც უკრაინის მეგობრების და პარტნიორების მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ მათ ამაში, როგორც შეგვიძლია. და როგორც ომით მოცული ევროპა საჭიროებდა აღდგენის მარშალის გეგმას მაშინ, უკრაინას ის სჭირდება დღეს. ევროკავშირმა მოახდინა მილიარდობით დოლარის მობილიზება უკრაინის დასახმარებლად ბოლო 100 დღის განმავლობაში. გერმანია ყოველთვის წინა ხაზზეა. თუმცა ჩვენ გვჭირდება კიდევ მრავალი მილიარდი ევრო და დოლარი აღდგენისთვის და ამას წლები დასჭირდება. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. სწორედ ამიტომ ხვალ ევროპული საბჭოს სხდომაზე მე ყველა ძალისხმევას მივმართავ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელმა ევროკავშირმა თქვას “კი”. 27 “კი” კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კომენტარები

TOP ოლაფ შოლცი 2022-06-23
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ოლაფ შოლცი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტზე ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას შეათანხმებს, სადაც რუსეთი ნახსენები იქნება, როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე

შემდეგი სტატია

კობახიძე: აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ – ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ტილერსონს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებაზე დრო არ დახარჯოს

02 ოქტ 2017
მედია: პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია

მედია: პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022
ბენიამინ ნეთანიაჰუ: შეძრული ვარ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებული საშინელი თავდასხმით

ბენიამინ ნეთანიაჰუ: შეძრული ვარ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებული საშინელი თავდასხმით

28 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge