„როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის.” ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, “ქრონიკასთან” განაცხადა. “რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება ძალიან სერიოზული განცხადებაა – სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს. როდესაც ჩვენ მედიის თავისუფლებაზე დებატები მოვამზადეთ, მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მარინა კალიურანდი: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს
კომენტარები