წარმატებისათვის საჭიროა ევროპული ორიენტაციის ერთსულოვნება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს მიმართა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ლატვია არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს გვერდში უდგას. ჩვენ ერთად გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია და შემდეგ იგივე გზა გავიარეთ ევროპისკენ. თქვენ ახლა ევროპული ქვეყანა ხართ და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საქართველოს, ჩვენს ევროპულ მომავალს,“- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრეზიდენტს.
კომენტარები