NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ – ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია

კობახიძე: აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ – ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია

23 ივნ 2022 პოლიტიკა 221 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „კრიმინალური წარსული, აწმყო და მომავალი აქვს“.

„ცხონებულის [აკერმანის] მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. თქვენ რომ მონაწილეობდით ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობო მოძრაობებით.

თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის. არანაირი ფორმით არ ჰგავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა, ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი გცხიათ ევროპულობის და ვერანაირ წვლილს შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა თუ სადმე გვაქვს ჩვენ უკუსვლა, ერთადერთი არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც გამოსწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის საკითხს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს.

„თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ დასკვნაში – ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ, რადგან ეს არის მაკრონის სიტყვები, რომ უკრაინას მაგალითად ომის გამო აძლევენ კანდიდატობას, მაშინ როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. სირცხვილი მე გეტყვით რა არის – როცა იომებ და მაპ-საც არ გაღირსებენ, ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი.

მთელი ამ 1 თვის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ კითხვარის შევსება, თქვენ აწარმოებდით ანტიევროპულ, ქვეყნის და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას. ერთხელ ვერ ამოგაღერღვინეთ სიტყვები, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას. ეს არის ძალიან პრინციპული რამ – ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება, როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას – ქვეყანა ან იმსახურებს, ან არ იმსახურებს კანდიდატობას. მთელი ეს პერიოდი თქვენ დადიხართ ევროკავშირის დერეფნებში და კაბინეტებში და ყველას უმტკიცებთ, რომ საქართველო კანდიდატობას არ იმსახურებს – რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ომის და ღალატის პარტია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2022-06-23
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია

შემდეგი სტატია

კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე: ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის

მსგავსი სტატიები

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2021
გიორგი კვირიკაშვილმა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ახალი ინიციატივა გააჟღერა

გიორგი კვირიკაშვილმა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ახალი ინიციატივა გააჟღერა

12 აპრ 2018
ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია – სწორედ ამასთან გვაქვს საქმე

ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია – სწორედ ამასთან გვაქვს საქმე

ირაკლი შალიკაშვილი 02 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge