NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეზოლუციას

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეზოლუციას

23 ივნ 2022 მსოფლიო 138 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

  • საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ
  • არ არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის „სწრაფი გზა“. გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ
  • ევროკავშირის გაფართოება თავად ევროკავშირის ინტერესია

რეზოლუცია, მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც დღეს და ხვალ მართავენ სამიტს, „დაუყოვნებლად“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას. იგივენაირად მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომის კონტექსტში, ეს ნაბიჯი ლიდერობის, მონდომების და ხედვის დემონსტრირებაა, ამბობენ ევროპარლამენტარები. ისინი ამტკიცებენ, რომ არ არსებობს „სწრაფი გზა“ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რომ გაწევრიანება რჩება სტრუქტურირებულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაცვას და დამოკიდებულია რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზე.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

“უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრებას”,- აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს. ამ ქვეყნებისთვის, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებშია. ევროპარლამენტარები ითხოვენ გაფართოების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“.

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს “ასოცირებული ტრიოს” დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

“ქართული ოცნების” მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

კომენტარები

TOP ევროპარლამენტი 2022-06-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროპარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

შემდეგი სტატია

გიორგი ვაშაძე: ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს მიტევების კვირაა. მაგრამ ჩვენ არ მივუტევებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით გაუბედურებულ ადამიანს. ღმერთიც არ აპატიებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს მიტევების კვირაა. მაგრამ ჩვენ არ მივუტევებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით გაუბედურებულ ადამიანს. ღმერთიც არ აპატიებს

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2022
ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს გადასახადის გადახდა მოუწევთ

ვენეციაში შესასვლელად ტურისტებს გადასახადის გადახდა მოუწევთ

03 იან 2019
რომის პაპი: ვაქცინები არ არის განკურნების ჯადოსნური საშუალება, მაგრამ ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის

რომის პაპი: ვაქცინები არ არის განკურნების ჯადოსნური საშუალება, მაგრამ ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის

ნინო ჩხეიძე 11 იან 2022

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge