პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრემიერთან მთავარი კითხვები ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ექნებათ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმაზე, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია ვერ მიიღო, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.
“მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე. მან გადაწყვიტა, რომ დღეს მოსულიყო პარლამენტში. ახლა ის თუ ფიქრობს. რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება, წარუმატებლობაზე ჩვენი განაცხადის, რა თქმა უნდ არის ღრმად შემცდარი,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილს აინტერესებს რამდენად იმოქმედა თბილისში გამართულმა მრავალათასიანმა აქციამ ხელისუფლებაზე და შეიცვლება თუ არა მათი რიტორიკა:
“მაინტერესებს განსაკუთრებით იმ დიდი აქციის მერე რამდენად ადეკვატური გახდა ხელისუფლება. მანამდე ჩვენ რასაც ვხედავდით იყო გაუთავებელი ლანძღვა და თათხვა ევროპელი პოლიტიკოსების და მათი შეურაცხყოფა და ძალიან გაუგებარი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
კომენტარები