NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

21 ივნ 2022 ბიზნესი 118 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-
აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი
ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის
შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის
მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ
ინდუსტრიაში.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის
განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-
აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები
(value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია,
ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.
დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 16 გუნდი წარდგა,
დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების
მიზნით.
მონაწილე სტარტაპები:
1. AMBRY – ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა,
რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე
კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და
მისამართები.
2. MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და
ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების
გაზიარების პროცესს.
3. WEMPLER – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს
ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.
4. SPACEM – რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის
პლატფორმა.
5. CARLINK – მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი,
რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.

6. PHARAO – ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.
7. SETPLACE – გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.
8. WORKIN – პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ.
რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით
ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.
9. SPICEAPP – პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები,
ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს
მიიღებენ.
10. LAWFORMER – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ.
პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და
სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის,
ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების
მოკლე მიმოხილვების საშუალებით.
11. DIDGE – ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური
ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის
გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც.
მედიაში და საიტებზე.
12. COSTY – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
13. COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც
სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და
აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
14. NOMADERIA – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს
დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო
დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების
შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
15. TASTEIT – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
16. LYNX – ვებ. გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს
ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.
პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი
საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც
სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის
პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური
პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის
გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა,
პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი
მოიპოვეს.
„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ,
ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის
განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის

განუყოფელი ნაწილია.“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი
ებანოიძემ.
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy,
თიბისის პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.

კომენტარები

2022-06-21
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ

შემდეგი სტატია

კობახიძე: დეოლიგარქიზაციის კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი – ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის!

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

თამუნა 07 ოქტ 2020
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება დაშვებული იქნება

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2020
საქართველოს ბანკისა და „გრანდე ჯგუფი“-ის ექსკლუზიური შეთავაზება SOLO-ებს

საქართველოს ბანკისა და „გრანდე ჯგუფი“-ის ექსკლუზიური შეთავაზება SOLO-ებს

თამუნა 18 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge