NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება

ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება

21 ივნ 2022 საინტერესო 95 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე.

“ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.

რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე”,- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც “იმედი” ავრცელებს.

კომენტარები

TOP 2022-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

შემდეგი სტატია

რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო – საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია

მსგავსი სტატიები

ჯეიზის და ბიონსეს შვილმა მშობლებს ტაშის დაკვრა აუკრძალა

ჯეიზის და ბიონსეს შვილმა მშობლებს ტაშის დაკვრა აუკრძალა

31 იან 2018
ვიდეო: სილამაზის კონკურსის მონაწილეს სცენაზე ცეცხლი წაეკიდა

ვიდეო: სილამაზის კონკურსის მონაწილეს სცენაზე ცეცხლი წაეკიდა

19 იან 2018

Keep away from Being Caught in the Cambodia Dating Customs

ნაგულისხმევად საიტისათვის 28 სექ 2020

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge