NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ

საქართველოს სირცხვილი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა მოვიშოროთ

21 ივნ 2022 ახალი ამბები 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.

„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ – საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.

ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან ურყევი ნება, 20 ივნისის აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ ორგანიზების ამბავი, ეს არის ქართველი ხალხის ამბავი. როდესაც საქმე ეხება საგარეო მიმართულებას, რუსეთი თუ ევროპა, ევროკავშირი თუ ბიძინა ივანიშვილი – ქართველ ხალხს ყოველთვის აქვს სწორი არჩევანი. ქართველი ხალხი შეიძლება გააკრიტიკო მაგალითად, იმისათვის, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ერთი იდეის გამო მეორე იდეაში ვარდებიან ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით, რუსეთთან გვინდა, თუ ევროპასთან, ჩვენი გაკრიტიკება არ შეიძლება. გუშინ „ალტ ინფომ“, ან რომელიმე მსგავსმა ჯგუფმა გაჭაჭანებაც კი ვერ გაბედა. ეს ყველაფერი არის ნიშანი, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. სად იყო ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილი?ყატარში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რაც ისმოდა საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ეს არის მოთხოვნა იმისა, რომ „როგორღაც ჩამოაშოროთ ივანიშვილიო და როგორ გავაკეთებთ ამას, ეს გამოჩნდება იმის მიხედვით, იქ როგორ  დაგვეხმარებიან. ჩვენ ამაში გვჭირდება დახმარება“.

კომენტარები

2022-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზარქუა: მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით – „ევროპაში”, „ევროპისკენ წინ”, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები

შემდეგი სტატია

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

მსგავსი სტატიები

შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

19 აგვ 2018
სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ

სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს დააკავებენ

30 მაი 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

05 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge