NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო – საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია

რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო – საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია

21 ივნ 2022 პოლიტიკა 91 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

„გუშინ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი იმას, რომ ის, რაც გუშინ გავიგონე, არის, ბევრი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომლებსაც სურთ, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა და სწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ფაქტობრივი და რეალური წინსვლისთვის.

ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა “დიახ“ ევროპული კომისიისგან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი,“- აღნიშნა ელჩმა.

ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილები.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელისგან, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყნისთვის, რომ დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ძლიერი გზავნილები. ამასთან, როგორც ვიცით, საქართველოს შესახებ დასკვნა შედარებით ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შესახებ, რაც ხაზს უსვამს მტკიცე ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ მისწრაფებების დემონსტრირება მოხდეს. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი მოთხოვნების სია. იმედი მაქვს და რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუკი ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნების დასკვნაც იგივე იქნება, როგორიც ევროპული კომისიის, ამის შემდეგ გზავნილი ძალიან ნათელია : საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია და ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის გულმოდგინედ მუშაობისა და ნაბიჯების წინ გადადგმის დროა,“- აღნიშნა ელჩმა

კომენტარები

TOP კარლ ჰარცელი 2022-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კარლ ჰარცელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება

შემდეგი სტატია

ზარქუა: მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით – „ევროპაში”, „ევროპისკენ წინ”, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები

მსგავსი სტატიები

ჯეჯელავა: მოსწავლეებს დახვდებათ ბუფეტი, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები

15 სექ 2017
ვოლსკი: ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება

ვოლსკი: ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2022
სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე – აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად, მათი დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში

სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე – აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად, მათი დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში

ირაკლი შალიკაშვილი 06 იან 2020

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge