NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»მედია: დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

მედია: დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

21 ივნ 2022 სამართალი 296 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს. აღნიშნული მიმართვა დეკანოზმა გლდანის ციხიდან „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

დეკანოზის თქმით, საქართველოში ხელისუფლება ხალხის ნებას არ გამოხატავს, ასეთი მმართველობის გამო კი ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს. მამალაძე ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს სთხოვს, არ დაიშურონ ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე შუამდგომლობები.

„უწმინდესნო, უნეტარესნო და მაღალუსამღვდელესნო, მამამთავარნო, ეკლესიათა მეთაურნო ახალი რომისა და მსოფლიოს – ბართოლომეოს,რუმინეთისა – დანიელ, ბულგარეთისა -ნეოფიტე, კვიპროსისა – ქსიზოსტომოს, ელადისა – იერონიმე, პოლონეთისა – საბა, ჩეხეთისა და სლოვაკიისა – როსტისლავ, ფინეთისა – ლეონ, წმინდანო მეუფენო, თხოვნა რომლითაც მოგმართავთ, ნაკარნახევია სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. ამიტომ ვიმედოვნებ, ჩემს გაბედულებას ბედნიერებად არ ჩამითვლით.

მოგმართავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც საქართველოს ეკლესიის პრორუსული ადმინისტრაციისა და საქართველოს მმართველი ხელისუფლების გარიგებით 5 წელზე მეტია (რომლიდანაც 3,5 საწოლს ვარ მიჯაჭვული) უკანონო ტყვეობაშია.

თუმცა, დღეს მოგმართავთ არა როგორც ტყვე, არამედ, როგორც უძველესი იბერიის შვილი, რომლის სამშობლო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თქვენთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს და საქართველოს ხალხის ქრისტიანობამდელი თუ ქრისტიანობის შემდგომი ისტორია, რომლის არჩევანი იყო და არის ევროპა – ევროპული ცივილიზაცია.

საქართველო ევროპელთა პირველი სამოსახლოა – ღვინის, ხორბლის 27 სახეობიდან 12-ის, ყველის, მედეას და ოქროს საწმისის, ფარნავაზისა და სამსახოვანი ანბანისა. ფარსმან დიდის სამშობლომ მეოთხე საუკუნეში, წმინდა მეფე მირიანის ზეობისას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად, პოლიტიკურად ცალსახა ევროპული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ხალხი ამ არჩევანს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად, „ერთგულება ქრისტიანობისა, სიყვარული ბერძენთა“ (ევროპელთა) – უშურველად იცავს.

წმინდა იოანე თორნიკე ერისთავი, წმინდა დავით აღმაშენებელი – ქართველი ჯვაროსანი, წმინდა თამარ მეფე – კონსტიტუციური მონარქიის კონტურთა მსოფლიოში პირველი მომხაზველი, წმინდა გიორგი მთაწმინდელი, წმინდა ილარიონ ქართველი – ბალკანელ ევროპელთა ანბანის თანაავტორი, წმინდა ანთიმოზ ივერიელი – რუმინთა განმანათლებელი, წმინდა გრიგოლ ფერაძე, პეტრე იბერი, სულხან-საბა ორბელიანი, წმინდა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ამბროსი ხელაია, კატენში სხვა ევროპელებთან ერთად დახვრეტილი ქართველი ოფიცრები, აი, მცირე ჩამონათვალი იმ ქართველთა, რომელნიც სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ ღვაწლთან ერთად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებდნენ ევროპული ცივილიზაციის დასაცავად.

წმინდა მამამთავარნო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიამ წინა დღეებში მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, თუმცა აღინიშნა მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ გზაზე. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ის პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გაუკუღმართებული პოლიტიკისა და მმართველობის გამო საქართველოს ხალხი არ უნდა დაისაჯოს. ხალხი მოახერხებს არჩევნების გზით გაუმჯობესდეს პოლიტიკური ვითარება და საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები. ამისათვის კი, საქართველოს სჭირდება ევროპის ძლიერი მხარდაჭერა.

ევროპელი ხალხი და მათი მთავრობები, რომლებიც სწორედ ამ დღეებში დასრულებულ სახეს მისცემენ გადაწყვეტილებას საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, წარმოადგენენ თქვენს სამწყსოს, რომელნიც პატივს სცემენ და ითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებებს და პოზიციებს. სწორედ ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, არ დაიშუროთ შუამდგომლობანი თქვენი სამწყსოს – ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე, რათა ჩემი სამშობლო – უძველესი იბერია, საქართველო და საქართველოს ხალხი მხარდაჭერილ იქნeს სათანადოდ, რათა ამ მხარდაჭერით გაძლიერებული ებრძოლოს ევროპული ცივილიზაციის დაუძინებელი მტრის, რუსეთის გავლენებს და შეუფერხებლად იაროს განვითარების გზაზე“, – აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2022-06-21
ნინო ჩხეიძე
Tags დეკანოზი გიორგი მამალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა სამხარაძე: ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: თქვენც ნაცები ყოფილხართ… უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ…

მსგავსი სტატიები

თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის” ფილიალში ყაჩაღობა მოხდა

თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის” ფილიალში ყაჩაღობა მოხდა

ნინო ჩხეიძე 01 აპრ 2022
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13 ნოე 2017

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

19 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

    თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

  • “დახმარების პაკეტს მივიღებთ ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა”

    “დახმარების პაკეტს მივიღებთ ისეთი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა”

  • გიორგი ვაშაძე: ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა …

    გიორგი ვაშაძე: ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა …

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge