NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი დაიწყო

20 ივნ 2022 ბიზნესი 123 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

20 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური
პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და კომაროვის
სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის 60
მოსწავლე საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში გაემგზავრა.
ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა)
მიმართულებებით დაინტერესებული მეათე და მეთერთმეტე კლასის 60 მოსწავლე,
მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ
შეირჩნენ, ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში
იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და
ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირას ბაკურინაში, საინტერესოდ და სასიამოვნოდ
გაატარებენ.
ბანაკში მოსწავლეები 19-დან 26 ივნისის ჩათვლით შეხვდებიან STEM მიმართულებებით
ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და
პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეებს მთელი
საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა ფიზიკური და გასართობი აქტივობით.
STEM ბანაკში მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს მათემატიკის ირგვლივ.
კონკრეტულად კი თამაშთა თეორიაზე, ალბათობასა და სტატისტიკაზე,
კომბინატორიკაზე; მათემატიკის ისტორიაზე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ
მათემატიკურ ვიქტორინაში. მოსწავლეები ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო
კარგად გაერკვევიან თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი,
ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები. 24 ივნისს კი მათთვის ჩატარდება
ტექნოლოგიების დღე, სადაც მოისმენენ კიდევ უფრო მეტს ინჟინერიასა და
რობოტიკაზე, მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.
„კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით მოგვეცა შესაძლებლობა,
ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში,
მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში.
საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის

მქონე კომპანიისთვის, განათლების და კარიერული განვითარების მხარდაჭერა,
განსაკუთრებით ტექნოლოგიური, მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი
დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს
შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით“,- აცხადებენ საქართველოს
ბანკში.
„კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული
საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების
ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანია მომავალი STEM ლიდერები
აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების
ხელშეწყობა. სკოლაში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და
ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზეა
გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებულია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ
რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები“,- განაცხადა გიგი
გიორგაძემ, STEM ბანაკის ორგანიზატორმა.
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე
ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირება, პროფესიის შერჩევის
დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ
ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს.
მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.

კომენტარები

2022-06-20
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით სერგეენკო: ევროკავშირი აყენებს თავის პირობებს. მის გადაწყვეტილებებში …

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: ჩვენი უამრავი ჯარისკაცი შეეწირა, რომ მსოფლიოში სიმშვიდე ყოფილიყო, უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ახალგაზრდა, არაფერს ნიშნავს?

მსგავსი სტატიები

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27,1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 21%-ით

13 სექ 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი  კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი კონფერენცია გაიმართა

თამუნა 19 აპრ 2022
ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

27 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge