NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა რუსეთს უარი უთხრა ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა რუსეთს უარი უთხრა ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე

19 ივნ 2022 მსოფლიო 704 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, უარს ამბობს მიიღოს როგორც სამამულო, ისე საერთაშორისო ჯილდოები.

ამ მიზეზით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა რუსეთს უარი უთხრა მიეღო რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი. ამის შესახებ Tengrinews.kz-ს 18 ივნისს ტოყაევის პრესსამსახურში განუცხადეს.

ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლა იედილოვი ამბობს, რომ ტოყაევმა მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს პატივისთვის და განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილებაა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე არც ყაზახური და არც უცხოური ჯილდოები არ მიიღოს:

„ამავე მიზეზით, ცოტა ხნის წინ, ბიშკეკში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა მიეღო ყირგიზეთის უმაღლესი ორდენი, პირველი ხარისხის „მანასი“, – წერს იერბოლა იედილოვი.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, 18 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს არც აფხაზეთის დამოუკიდებლობას:

„გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი“, – ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი დისკუსიის მოდერატორის, RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შეკითხვას, თუ როგორ უყურებს ყაზახეთი ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში.

კომენტარები

TOP რუსეთი ყაზახეთი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი 2022-06-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რუსეთი ყაზახეთი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხრეთს არავის დავუთმობთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზღვაც უკრაინული იქნება და იქნება უსაფრთხო

შემდეგი სტატია

აკაკი სინჯიკაშვილი: თვითონაც საოპერაციო, ასე უზის ბებოს მთელი დღე და ორივე ტკივილისგან და შიმშილისგან იტანჯება

მსგავსი სტატიები

რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

ირაკლი შალიკაშვილი 31 აგვ 2022
ლონდონის მერი სადიქ ხანი: ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია

ლონდონის მერი სადიქ ხანი: ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია

ნინო ჩხეიძე 09 იან 2021
რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 5 ადამიანი

რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 5 ადამიანი

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge