NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა

17 ივნ 2022 ბიზნესი 213 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

17 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების
განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში,
ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის,
უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. „აქსის
თაუერსის“ პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი
მასშტაბური პროექტის განხორციელბაში, როგორიც „აქსის თაუერსის
მულტიფუნქციური კომპლექსია. რომელიც მოიცავს: დეველოპმენტის ხუთ
მიმართულებას: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი
ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი,
განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ
პარტნიორებთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება,
რომელიც არის ეკონომიკურად გამართული და მდგრადი, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, ძალიან
საინტერესო სივრცეს ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის. მინდა მივულოცო კომპანიას
პროექტის წარმატებით განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა
დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროექტის შესახებ:
შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:ეს არის
ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ
ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41
სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147
მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.
კონსტრუქცია
უნიკალურია „აქსის თაუერსის" კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს
საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული
თორმეტი მასიური პილონი. რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია

ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება.
ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე კი 18 კმ-ს აღემატება.
მრავალფუნქციურობა
„აქის თაუერსში“ თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი,
სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აქ მაცხოვრებელ,
მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის
მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-
ქალაქი ქალაქში.
ინფრასტრუქტურა
აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს
საფეხმავლო ქუჩას. ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები
მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება. „აქსის თაუერსის“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი
მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს. აქ განთავსდება 7
რესტორანი და 2 ღია ბარი, კოქტეილ და ღვინის ბარები, რომელიც ერთგვარ
გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს აქსის თაუერსის სტუმრებს და წარმოადგენს
კომპლექსის რეკრეაციული ზონის შემადგენელ ნაწილს.
მიწის ქვეშ განლაგებული ოთხი სართულიდან ერთი სრულად ეთმობა სავაჭრო ცენტრს.
3 მიწისქვესა სართულზე კი განთავსებულია ვტოსადგომი 500 მანქანაზე.
აქსის თაუერსს ჯამში ემსახურება Mitsubishi-ს 33 ჩქაროსნული ლიფტი და 6
ესკალატორი. კომპლექს აქვს 16 დამოუკიდებელი გასასვლელი რაც ხელს უწყობს შიდა
ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
მრავალფუნქციური კომპლექსისთვის.

კომენტარები

2022-06-17
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესს მხარდასაჭერად CashBack- ს სთავაზობს

შემდეგი სტატია

ყვლზ სწრფ ავტდზღვვ – თიბისი დაზღვევა

მსგავსი სტატიები

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2021
თბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება

თბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება

თამუნა 08 სექ 2021

საქართველოში ფულადი გზავნილების რიცხვმა იმატა

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge