NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, მით უკეთესი

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, მით უკეთესი

15 ივნ 2022 ახალი ამბები 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, მით უკეთესი – დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, ჩვენ გზას არც ერთ შემთხვევაში არ ავცდებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის მერე შეიძლება მოგვიწიოს, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ძალიან ეშინია და მათ რუსული დეზინფორმაციული ნარატივი და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ გაუვიდათ.

„ჩვენ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი უწყვეტი ტურნე გვაქვს და ჩვენ 16 ივნისს ბათუმში ყოფნა გვაქვს დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს, ვისაც ამ აქციაზე მისვლა უნდა – შეუძლია მივიდეს, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება მით უკეთესი.

ჩვენ მთელს საქართველოში დავდივართ და შეგიძლიათ ნახოთ ათასობით ადამიანს ვეხმიანებით და განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა ეს რაღაც ევროპული საოცარი მზაობა და სურნელი, რომლისთვისაც საქართველო მზად არის, რომ იბრძოლოს. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, უნდათ, რომ გზას აგვაცდინონ. ჩვენ გზას არც ერთ შემთხვევაში არ ავცდებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის მერე შეიძლება მოგვიწიოს. ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მობრძანდით, 20-ში ასევე ყველას გთხოვთ, რომ აქციაზე მოხვიდეთ. მე თვითონ 20-ში ბრიუსელში ვიქნები, ევროპარლამენტარებთან ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს. ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ და არავის, ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, რაღაც სხვა პროცესების დაწყება, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.

„ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ძალიან, ძალიან ეშინია. მათ ეს რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ გაუვიდათ. კვლევები ჩაატარეს. გუშინ წინ დაამთავრეს ეს კვლევები, სადაც ნახეს, რომ არათუ შემცირდა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს არის ქართული გენის პასუხი იმ რუსულ ნარატივზე, რომელიც ამდენი დღეების განმავლობაში იყო,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

2022-06-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია – რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

შემდეგი სტატია

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ კიდევ ერთი აქცია დავაანონსოთ, ოღონდ როგორი იცით?

მსგავსი სტატიები

მოსამართლეთა უვადო გამწესება – ეკა ბესელია კონსულტაციებს აგრძელებს

მოსამართლეთა უვადო გამწესება – ეკა ბესელია კონსულტაციებს აგრძელებს

18 იან 2019

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018

გვარამია: გიორგი გახარია მთავრობაში ერთადერთი ადეკვატური მინისტრია

06 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

  • „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

    რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge