NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

14 ივნ 2022 ბიზნესი 292 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, მასპინძლობს
გურამ შავდიას სოლო გამოფენას „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“
ცხოვრებას!“ გამოფენა გაიხსნება 15 ივნისს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 15
ივლისამდე.
გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის – ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის,
ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-
ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის
საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის
პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და
აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და გადაარჩინა.
ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის
თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი
უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.
მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების
გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.
„ეს ომი ჩემი ნაწილი გახდა, – იქ ჩემი უახლოესი ადამიანი და მეგობარი იბრძვის“.
ომის თემაზე შექმნილი გურამ შავდიას ნამუშევრები განყენებული მოცემულობების
ფიქსაციაა და არა ომის ბრუტალურობისა და სისასტიკის ბანალური ვიზუალიზაცია.
ომმა დაგვანახა, რომ ადამიანთა ცხოვრება მყიფეა და ყოველ წუთს შეიძლება დაიმსხვრეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე,
არჩევანი გააკეთოს სიცოცხლის მნიშვნელობაზე და უთხრას ცხოვრებას დიახ!
2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების
აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, – მარკუს ლუპერცისა და ანდრეას
შულცეს კლასში. სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა
გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა
ჰქონდა.
2020 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტში
მიიღო მონაწილეობა:
2022 – “შინ მეგობრებთან“, კურატორი Mental Space, CCA, თანამედროვე ხელოვნების
ცენტრი-„თბილისი“, თბილისი
2022 – “ნიშნების მთა“, ნატალია ჰაგის გალერეა, იზრაელ ატენთან და ამადეუს ცერტასთან
ერთად, კიოლნი, გერმანია
2020 – “იცნობდე შენს მეზობელს”, Oxygen 2020, კურატორი ირენა პოპიაშვილი, სასტუმრო
სტამბა, თბილისი.
2014 წელს გურამ შავდია მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო
ბიენალეში “New Talents 2014“, კურატორი იოხენ ჰოიფელდერი, კიოლნი, გერმანია.

2013 – თიბისი ბანკისა და გერმანიის საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის (DEG)
ერთობლივი პროექტი TOUCH GEORGIA, კიოლნში, სადაც გურამ შავდია ცნობილ და
ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გამოიფინა.
დღევანდელი გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.
გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
ასევე, 18 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში,
უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან გურამ შავდიასთან, გამოფენის კურატორ ქეთევან
კორძახიასთან და ფილოსოფოს ლევან შატბერაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში
ისაუბრებენ გურამ შავდიას შემოქმედებაზე და გამოფენის კონცეფციაზე თუ რატომ
ციტირებს ხელოვანი ვიქტორ ფრანკლინის წიგნის სათაურს „მიუხედავად ყველაფრისა,
უთხარი „დიახ“ცხოვრებას“.
შეხვედრაზე დასასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე:
https://www.conceptevents.ge/

კომენტარები

2022-06-14
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი „ქარავანი ორბელიანზე“-ს გენერალური პარტნიორია

შემდეგი სტატია

პესკოვი: რუსეთი, უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო, რთულ სიტუაციაშია, თუმცა …

მსგავსი სტატიები

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

თამუნა 22 ოქტ 2021
თიბისის ციფრულ ბანკს უკრაინის დასახმარებლად ახალი ფუნქციონალები დაემატა

თიბისის ციფრულ ბანკს უკრაინის დასახმარებლად ახალი ფუნქციონალები დაემატა

თამუნა 16 მარ 2022
ფინანსთა სამინისტრო: ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა

ფინანსთა სამინისტრო: ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა

ნინო ჩხეიძე 31 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge